"ქარბუქი, ნალექი და ცივი ჰაერის მასები" - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესების შესახებ იტყობინებიან
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება:
1-3 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
4 მარტს გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში 2-3 მარტს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 4 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 1-3 მარტს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
კომენტარი