სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მივმართავ მთელს საზოგადოებას, ქართველ ხალხს - 7 საათზე დამიდექით ყველა გვერდით მთავარ პროკურატურასთან" - ზაზა სარალიძე საზოგადოებას მიმართავს

ზაზა სარალიძემ პროკურატურის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა:


„არ მივცემ ამ სისტემას იმის საშუალებას, რომ ჩემს შვილს და არა მარტო ჩემს შვილს, ყველა მოკლულ ადამიანს ჩააფურთხოს სულში. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც დააკავა სასამართლოს ეზოში და მოიტაცა დღევანდელი სხდომის შემდეგ. ერთ საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემს გვერდით. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყონებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემს გვერდით, თავიანთი თანატოლების გვერდით დგომის უფლებას.

რაც შეეხება ჩემს პროკურატურაში შესვლას, საათებია ველოდები შოთაძის შემოთავაზებას. როგორც ჩანს, არ აპირებს მთავარი პროკურორი ჩვენს იქ შეშვებას და მოლაპარაკების გამართვას.

მივმართავ მთელს საზოგადოებას, ქართველ ხალხს - 7 საათზე დამიდექით ყველა გვერდით მთავარ პროკურატურასთან, რათა დავანგრიოთ ეს სისტემა!“ - განაცხადა პროკურატურის წინ მყოფმა ზაზა სარალიძემ.


ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა ის საჯარო შეხვედრას ითხოვს. სარალიძე ამბობს, რომ ის შოთაძეს ყველა იმ შვილმკვდარ მშობელთან ერთად შეხვდება, ვინც სამართალი ვერ იპოვა.

გარდა ამისა, სარალიძე ითხოვს შეხვედრა ჟურნალისტებისთვის გახსნილი იყოს.

„აღარ ვაპირებ მაგათთან დახურულ სხდომაზე ჯდომას. ექვსი თვე მაფურთხებდნენ სულში, ექვსი თვე აფურთხებდნენ სულში ჩემს შვილს. ამათი სკამი მე არ მაინტერესებს არასდროს ვყოფილვარ მოწოდებული იმისთვის, რომ პოლიტიკურად აქტიური ვყოფილიყავი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100