სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექვსი მცირეწლოვან ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი გაგაცნობთ ელგა და გელა აგულოვების ოჯახს, სადაც 6 არასრუწლოვანი ბავშვი იზრდება. ისინი თბილისთან ახლოს, სოფელ ბადიაურში ცხოვრობენ ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე.

ბავშვებს არც სათამაშოები აქვთ და არც სხვა ელემენტარული გასართობი. მათ გაჭირვების გარდა არაფერი უნახავთ.

10 წლის ლოლიტა და 8 წლის ბაჩუკი კარგად სწავლობენ. მათი ოცნებაა სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ უსახსრობის გამო, მშობლებს არ შეუძლიათ ისინი ქალაქში წაიყვანონ.

6 წლის ანასტასია და 4 წლის თეკლა ლამაზ თოჯინებზე ოცნებობენ, რომლებიც გოგონებს არასდროს ჰქონიათ. 3 წლის მარიამს კანფეტები უყვარს, მაგრამ შვილისთვის ტკბილეულის შეძენა ოჯახისთვის დიდი ფუფუნებაა. ზოგჯერ მათ პურის ფულიც კი არ აქვთ.

3 თვის წინ მათ მეექვსე შვილი ალექსანდრე შეეძინათ. ის ერთადერთია ოჯახში, რომელიც ჯერ ვერ ხვდება რა მძიმე მდგომარეობაში მოუწევს ბავშვობის წლების გატარება.

ოჯახის უფროსი გელა, ჯანმრთელობის გაუარესებამდე შრომობდა და ოჯახს ინახავდა, ახლა კი მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ოჯახიც საარსებო წყაროს გარეშე არმოჩნდა.

უკეთესად რომ შეიგრძნოთ ამ ოჯახის მდგომარეობა, წუთით წარმოიდგინეთ, რომ მათ დროებით საცხოვრებელში ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ, რის გარეშეც ჩვენ ცხოვრებაც ვერ წარმოგვიდგენია. მათ არ აქვთ აბაზანა და საპირფარეშო, არც გათბობა და სახლში წყალიც კი არ აქვთ. საჭმელი რომ მოამზადონ და ხელ–პირი დაიბანონ მათ წყლის ზიდვა ნებისმიერ ამინდში შორი მანძილიდან უხდებათ!

მეგობრებო, გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გაჭირვებულია და მხოლოდ ერთი ფონდი ყველას ვერ დაეხმარება, მაგრამ თუ გავერთიანდებით და შეძლებისდაგვარად გავუწვდით დახმარების ხელს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, საქართველოში ცხოვრება უფრო ადვილი გახდება.

აგულოვების ოჯახს ესაჭიროება პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, თეთრეული და ჭურჭელი.

თუ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აგულოვების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/174/

ასე ამბობენ, სილამაზე გადაარჩენსო მსოფლიოს, ჩვენ კი გვჯერა, რომ მსოფლიოს გადაარჩენს მხოლოდ სიკეთე და გულისხმიერი ადამიანები!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100