სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს ნათია ფანჯიკიძე „სესილიას“ ფოტოზე დაწერილი კომენტარის ავტორზე

აი, რას წერს ნათია ფანჯიკიძე „სესილიას“ ფოტოზე დაწერილი კომენტარის ავტორზე:

შესაძლოა ყველა პროფესია აღქმის თავისებურებას, ფოკუსის სხვადასხვაგვარ დაყენებას აყალიბებს და ვცდები კიდეც ჩემი აღქმის სისტემის ჭრილში, მაგრამ...

ამ სურათმა მოიარა ქსელი, ალბათ ამ სავარაუდოდ ბავშვს, ან ბავშვობიდან ახლადგამოსულ ადამიანს უკვე თანატოლები დასცინიან. ალბათ ის თანატოლებიც კი, ვინც მასავით აქ ამტყდარი ვნებათაღელვის შემდეგ გაიგო ფილმის და სესილიას არსებობის შესახებ. წაკითხულიც რომ ჰქონდეთ ეს ფანტასტიური ნაწარმოები (სკოლის პროგრამაში არის მგონი), თუ ფილმი და მსახიობი არ გინახავს, ამოცნობა ერთი კადრით შეუძლებელია.
ფილმის ნახვა არასოდეს არ არის გვიან, მთავარი კი ისაა, რომ კომენტარის ავტორი შეძრა ემოციამ, ამაზე დიდი განდიდება სესილიასი ალბათ შეუძლებელიცაა. კადრსა და მნახველს შორის შედგა სინერგია. ეს ხომ მოწმობს, რომ ის ვიღაც გასაკიცხი მგრძნობიარე ადამიანია? ხოდა ვენაცვალე გულში.
უფრო ის მაწუხებს, რა ცოტა გვყოფნის, რომ სხვაზე უპირატესობა ვიგრძნოთ, ოღონდ არ ვიგრძნოთ მის გულში გაჩენილი ბზარი, მას მერე რაც კარგად შევაგნებინებთ რა "უტვინოა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100