სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრის განცხადება რთველის შესახებ

კახეთში რთველის შედეგად უკვე 104 ათასი ტონა ყურძენი არის რეალიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ რთველი წარმატებულად მიმდინარეობს და უკვე რეალიზებულია დაახლოებით 148 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი.

„ეს არის ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაცია და მინდა, მოსახლეობას ვაცნობო ამის თაობაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100