სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკს ,,გუდვილის,, რებილიტაციის მმართველად საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია

შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც კომპანია “გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის საკითხი უნდაგადაწყვეტილიყო. ამ პოზიციაზე განიხილებოდა კანდიდატი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასახელდა ”გუდვილის” კრედიტორების ძირითადი ნაწილისმიერ.

აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკს რეაბილიტაციის მმართველის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია. იგი დაეთანხმა დანარჩენიკრედიტორების მიერ დასახელებულ კანდიდატს, ზურაბ ვანიშვილს.

შაბათს გამართულ სხდომაზე ვანიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ”გუდვილის” მსხვილმა კრედიტორებმა - კოკა-კოლამ, პეპსიმ, კომპანიამ“ბაგრატიონი” და სხვა.

თუმცა სასამართლომ ზურაბ ვანიშვილის კანდიდატურა კენჭისყრიდან მოხსნა, ვინაიდან ვანიშვილი ადრე წარმოადგენდა ერთ-ერთ კრედიტორს (კომპანია "იბერია რეფრეშმენტს"), რამაც, სასამართლოს აზრით, შესაძლოა ხელი შეუშალოს მას მიუკერძოებელი და ნეიტრალური რეაბილიტაციისმმართველის ფუნქციების შესრულებაში.

რაც შეეხება მეორე წარმოდგენილ კანდიდატურას, კომპანია PKF-ს, მას მხარი არ დაუჭირეს კრედიტორებმა, ვინაიდან ეს კანდიდატურა რეალურადწარდგენილ იქნა თავად კომპანია “გუდვილის” მიერ და მისი უფლებამოსილებები იმგვარად იყო განსაზღვრული, რომ შენარჩუნებულიყო “გუდვილის” დამფუძნებლის, გიორგი შევარდნაძის სრული გავლენა კომპანიის მიმდინარე საქმიანობაზე, რაც ეწინააღმდეგებაკრედიტორების კანონიერ ინტერესებს.

შესაბამისად, შაბათის სხდომაზე ვერ მოხდა რეაბილიტაციის მმართველის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შემდეგი სხდომა სამშაბათს გაიმართება,სადაც სასამართლო რეაბილიტაციის მმართველის ახალ კანდიდატურებს განიხილავს.

თიბისი ბანკი მხარს დაუჭერს ისეთ კანდიდატურას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობაზე სათანადო კონტროლის განხორცილებას დაგამორიცხავს “გუდვილის” დამფუძნებლის თვითნებობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100