ZEG - ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება
თიბისი
კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე,
სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის
განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდებიან: გაგვიზიარონ შთამაგონებელი და
უნიკალური ამბები.
ZEG-ის
სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს,
ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ
მნიშვნელოვანი ამბები ჩვენამდე მოიტანონ. შესაბამისად, ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი
საქმიანობისთვის იპოვით.
წინასწარი
გაყიდვის ფარგლებში, დღეს 30 აპრილს, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის
მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით.
1
მაისიდან, თიბისი კონცეპტის Visa ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო
თიბისი Visa ბარათებზე 10%-იანი.
ბილეთების
შეძენა შესაძლებელი იქნება Tkt.ge-ზე.
ფესტივალის
ორგანიზატორები არიან: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის
მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Radio Free Europe/Radio Liberty, IFPIM, Visa,
IREX, ROOMS, Honore, Windfor's, Jujuna Wine.
კომენტარი