სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს , - გადაწყვეტილების შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე სწორედ იმ მიმართვით წარსდგება, რომლითაც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართელოს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილია დღის მეორე ნახევარში, თუმცა, ზუსტი დროს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100