სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს აიძულა დაეწერა „მე იდიოტი ვარ“ გაასამართლეს

პალერმოს ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მასწავლებელი ბავეშვებს ამცირებდა და საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებდა.

მსგავსი ქმედების გამო იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შედეგად დამნაშავის ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს, აპელაცია შეიტანეს და მასწავლებელს ბრალდება მოუხსნეს. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი უმაღლეს სასამართლოს მიმართეს.

რომის უმაღლესმა სასამართლომ ბრალდება განიხილა და განაჩენი აღადგინა. 32 წლის იტალიელი მასწავლებელი 15 დღეს სასჯელაღსრულებით ორგანოში გაატარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100