"იყო უზარმაზარი ბიძგები..." - რა კადრები ვრცელდება ჰათაიდან, სადაც რამდენიმე წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ცოტა ხნის წინ ორი ძლიერი მიწისძვრა რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა. პირველი მიწისძვრა დეფნეში მოხდა - 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის, სამ წუთში კი სამანდაგში - 5,8 სიმძლავრის. ბიძგები თურქეთის ბევრ ქალაქში ძლიერად იგრძნობოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. თურქეთის მთავრობამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დაზიანებულ შენობებში შესვლისგან თავი შეიკავონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე შენობა დაზიანებულია და განმეორებითი ბიძგების შემთხვევაში, მათი ჩამოშლის და ნგრევის საფრთხე არსებობს. ადგილობრივები კადრებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ავრცელებენ და წერენ: "იყო უზარმაზარი ბიძგები..." "ამ წუთებში ეს ხდება ჰათაიში, პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად განადგურებულია ბოლო კვირის მიწისძვრის შედეგად"
კომენტარი