გურამ დონაძეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ
პროკურატურა საქართველოს შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურასთან მისმა ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის უცნობია, რა მუხლებით და რა ეპიზოდით წაუყენებენ დონაძეს ბრალს.
ადვოკატის
ინფორმაციით,
გურამ დონაძე პირადი საქმეებიდან გამომდინარე, საქართველოში არ იმყოფება.
კომენტარი