სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორია ბექჰემმა გადაღლილი გამომეტყველების მიზეზად დეპრესიით კი არა, უძილობა დაასახელა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, რა ტქმა უნდა, არავის გამოჰპარვია ვიქტორია ბექჰემის გადაღლილი გამომეტყველება და სახის ნაკვთები. როცა ამის შესახებ მოურიდებლად დაუსვეს შეკითხვები, მოდელმა, თავდაპირველად კი სცადა მათთვის თავის არიდება, მაგრამ როცა არ გამოუვიდა, ყველა დედისთვის ნაცნობი ფრაზა წარმოთქვა: „უბრალოდ, გამოძინებას ვერ ვასწრებ“.

ვიქტორია ბექჰემმა 7 თვის წინ მეოთხედ იმშობიარა და გოგონა შეეძინა. მისი თქმით, ჰარპერი იმდენად ჭირვეულია, რომ ზოგჯერ დედას მისთვის ღამეების გათევა უწევს: „ვერ შევიმუშავე ისეთი გრაფიკი, რომ გამოძინება მოვასწრო. თუ ვინმეს სურს დაიჯეროს, რომ ბედნიერი არ ვარ და ეს გამომეტყველება ამის ბრალია, დაიჯეროს, მაგრამ ასე არ არის - ჩემი გამომეტყველება უძილობის გავლენაა“, - აღნიშნა მოდელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100