სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი მოსწავლე, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი მოსწავლე, რომელსაც დენმა დაარტყა, კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას კლინიკის ექიმი ადასტურებს.

"13 წლის ორი ბავშვი შემოიყვანეს კლინიკაში. ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა. ხოლო 13 წლის გოგონა გულის გაჩერებით შემოვიდა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". - ამბობს ექიმი.

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა.

მერვეკლასელებს თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად მისული მოზარდები კი შადრევანში ჩაცვივდნენ. სამივე მოზარდი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს წყლიდან.

მძიმე მდგომარებაში მყოფი მოზარდი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100