„შენ სიძულვილით იკვებები, მეცოდები, მისგანაც რომ გამიკვირდა, ისეთები იკადრა“ - ანა სუბელიანი თეა წულუკიანს პასუხობს
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში სამინისტროდან გათავისუფლებული მოქალაქეების - თამაზ ახობაძისა და ანი სუბელიანის შესახებ ისაუბრა.
„ერთ-ერთი კითხვის ავტორს, ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ, როგორც ჩანს, მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა და არ მომისმინა. ამიტომ, გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ: ცრუ არის იმის მტკიცება, რომ იუსტიციის სამინისტრო ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს", - აცხადებს თეა წულუკიანი.
წულუკიანის გამოსვლას ასე უპასუხა
სოციალურ ქსელში
ანა სუბელიანმა:
„ერთადერთი, რაც ამ ქალს ამოძრავებს, არის სიძულვილი! იმაზე ქვემოთ დაეშვა, ვიდრე ვინმეს შეიძლება წარმოედგინა. მისგანაც რომ გამიკვირდა, ისეთები იკადრა!
მემორიალზე აპელირება არის ყოვლად სამარცხვინო საქციელი, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როცა ამ დაგეგმილად აგორებული ზიზღის საფუძველზე, მე და ჩემს შვილს გვემუქრებიან, სახელმწიფო უნდა გვიცავდეს, ერთი პირიც არ დასჯილა დღემდე ამ მუქარებისთვის და იუსტიციის მინისტრი ამ დროს ცდილობს თავი დაიძვრინოს ჩემ მიმართ სიძლვილის გაღვივებით.
სამარცხვინო ტყუილია ის, რომ თითქოს ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით , არის ოფიციალური დოკუმენტები, სადაც ასახულია, თუ რა შევთავაზეთ ჩვენს მოვალე მხარეს. მაშინ როდესაც მათ პირდაპირ უარი განგვიცხადეს აღდგენაზე, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ალტერნატივა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულებაზეც თანახმანი ვიყავით. ესენი იყო: 1. აღდგენა სხვა ტოლფას თანამდებობაზე; 2. აღუდგენლობის კომპენსაცია; 3. ოფიციალური ბოდიში და აღიარება, რომ სამინისტროს მხრიდან დაირღვა ჩვენი უფლებები.
ჩვენ თანახმანი ვიყავით ბოდიშის სანაცვლოდ დაგვეთმო თანამდებობებზე აღდგენა! და ეს თავხედი ქალი ბედავს და ფულზე ვაჭრობას გვაბრალებს, ყველაფერი დოკუმენტირებულია სხვათაშორის .
თეა, ვიცი, რომ რთული ასატანია შენგან ჩემი ყურება. ვიცი, რომ გძაგს, რო მხედავ ბედნიერს, მრავალმხრივ რეალიზებულს, შესაშურად საინტერესო ცხოვრებით. გძაგს იმის ყურება, როგორ ვუყვარვარ უამრავ ადამიანს. გძაგს ჩემი საქმიანობით მადლიერი ადამიანების ყურება. გძაგს მებრძოლს და მაინც გაღიმებულს და მომღერალ-მოცეკვავეს რო მხედავ.
ჩვენს შორის განსხვავება ისაა, რომ შენ სიძულვილით იკვებები, მე თავისუფლებით და სიყვარულით. შენც კი არ მძულხარ, მეცოდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პასუხი აგო იმ მავნებლობებზე, რასაც ყოველდღიურად ჩადიხარ. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვამ იგივე ვეღარასდროს გაბედოს“.
-წერს ანა
სუბელიანი.
კომენტარი