სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი მაფიოზის შვილის გრანდიოზულ ქორწილს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილიც დაესწრო

საქართველოს ექსპრეზიდენტის შვილიშვილი, რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ე.წ. მაფიოზის, არკადი გაიდამაკის ქალიშვილის ქორწილში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული.

იუველირ ეკატერინე გაიდამაკისა და ბანკის რაფაელ ხლიფის ქორწილი იერუსალიმში გაიმართა. ოდესღაც მაფიოზისა და მსოფლიო მასშტაბის უკანონო გარიგებების მთავარი მოქმედი პირის, ამჟამად ბიზნესმენის სახელით ცნობილი, წარმოშობით ებრაელი არკადი გაიდამაკის შვილის ქორწილს რუსული ელიტის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ცერემონიაზე კამერების წინ პოზირებას არ მორიდებია არც თავად გაიდამაკი, რომელიც ჭორების თანახმად ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი გახლდათ და სწორედ გაიდამაკი დაეხმარა ივანიშვილს დიდი ფულის შოვნაში. ამბობენ, რომ როდესაც გაიდამაკი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა, ფინანსურ მომსახურებას მას ივანიშვილის კუთვნილი ბანკი რასისკი კრედიტი უწევდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100