სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“Dartz Prombron L4P Ladies”- პირველი ყველგანმავალი ქალებისთვის

დიდი ავტომობილები, მითუმეტეს ყველგანმავლები, მამაკაცების გადაადგილების საშუალებად ითვლებიან. მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს შეხედულება შეიცვალა, რადგან გამოჩნდა მსოფლიოში პირველი ყველგანმავალი, რომელიც ქალბატონებისთვისაა გათვლილი.

“Dartz Prombron L4P Ladies” კომპანია “Dartz”-ის მიერ არის აწყობილი. განსხვავება სხვა მსგავს ავტომობილებთან შედარებით არა მარტო ტექნოლოგიაში, არამედ მის წყობაშიცაა. ამ ავტომობილის ტექნიკური მხარე ქალბატონის ხასიათსა და მდედრობითი სქესის ავტომობილის მართვის მანერებს შეესაბამება. მაგალითად, ახალი მოდელი ავტომატური პარკინგის სისტემითა და ცხრა ვიდეოკამერითაა აღჭურვილი, კამერები კი იმისთვისაა საჭირო, რომ თუ ქალბატონმა თავად გადაწყვიტა პარკინგი, გაუადვილდეს და დისკომფორტი არ განიცადოს.

ასევე, აღსანიშნავია “Dartz Prombron L4P Ladies” ტყვიაგაუმტარი კორპუსი. ავტომობილს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელიც მძღოლმა ავარიის შემთხვევაში უნდა გამოიყონოს. მწარმოებლებმა ახალი მოდელის დიზაინისთვის ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლებიც გამოიყენეს. რაც შეეხება სალონს, ინტერიერის მოწყობა მფლობელის სურვილზეა დამოკიდებული. მას შეუძლია აირჩიოს გველის, ნიანგის, ვეშაპის ტყავისგან თუ ნებისმიერი სხვა მატერიისგან დამზადებული სავარძლები. როგორც მოსალოდნელია “Dartz Prombron L4P Ladies” ფასი ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარზე ნაკლები არ იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100