სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +24 გრადუსი და წვიმა იქნება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მესტიაში ნალექიანი დღე და +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. +24 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. გორში ნალექიანი დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც მცირე წვიმაა ნავარაუდები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100