როგორ ავიღოთ სესხი მარტივად კრედის დახმარებით
ვის არ უნდა აიღოს სესხი მარტივად, ხანგძლივი პროცედურებისა და ზედმეტი დოკუმენტების გარეშე? მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უამრავი მიმზიდველი შეთავაზება გვესმის, არც ისე ადვილია სესხის აღება სასურველი პირობით. გადაწყვეტილების მიღებისას უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. რა პირობით გასცემს კომპანია თანხას, რამდენის გადახდა დაგჭირდებათ, აქვს თუ არა ჯარიმა ვადაგადაცილების შემთხვევაში. აღნიშნული ფაქტორების გასარკვევად დაგჭირდებათ პროდუქტის პირობის გარკვევა, თითოეული საკრედიტო კომპანიის ვებგვერდზე ვიზიტი, სესხის კალკულატორის საშუალებით გადასახადი თანხის გამოთვლა ან ფილიალში მისვლა.
კრედის სესხი
მარტივად შეგიძლიათ
აიღოთ. თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა საკრედიტო კომპანიაში მისვლა, თანამშრომელთან
გასაუბრება ან უამრავი დოკუმენტის წარდგენა. ერთი მარტივი განაცხადის შევსებით დაუკავშირდებით
ბაზარზე მოღვაწე წამყვან და სანდო საფინანსო ორგანიზაციებს. ერთ სივრცეში გაეცნობით
მათ შეთავაზებებს და მიიღებთ თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებას.
დღეისათვის, სესხის აღება მარტივია. აღარ მოითხოვება
უამრავი ცნობის შეგროვება, სახლიდან გასვლა და ლოდინი. სესხი გამარტივებული წესით გაიცემა. თქვენ ეცნობით
საფინანსო კომპანიების პროდუქტის პირობებს, ავსებთ განაცხადის ფორმას და ინტერნეტით,
ონლაინ რეჟიმში აგზავნით. გადაწყვეტილება უსწრაფესად მიიღება. თანხა კი საბანკო ანგარიშზე
გერიცხებათ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის მარტივად ასაღებად?
იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ საკრედიტო პროდუქტი და
თავიდან აირიდოთ ფინანსური სირთულეები გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
·
გაარკვიეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- საფინანსო კომპანიებს ვებგვერდზე წარმოდგენილი აქვთ სესხის კალკულატორი, რაც კარგი
საშუალებაა ყოველთვიურად გადასახადი თანხის გამოსათვლელად. თუმცა იმისათვის რომ ზუსტად
გაიგოთ ხარჯის ოდენობა, საჭიროა იცოდეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
·
გაეცანით ხელშეკრულებას - ხელშეკრულების ცოდნა თავიდან
აგარიდებთ გაუგებრობებს. ინფორმირებული იქნებით როგორც თქვენი უფლება-მოვალეობების,
ასევე დამატებითი ხარჯების შესახებ.
·
შეადარეთ კრედიტორების პირობები ერთმანეთს - თქვენზე
მორგებული პროდუქტის შესარჩევად გაარკვიეთ თუ რას გთავაზობენ კომპანიები. რა თანხის
სესხებას, რა პერიოდით შეძლებთ. შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთს და შეარჩიეთ
დაბალპროცენტიანი კრედიტი მარტივად.
·
გაითვალისწინეთ გადახდის რესურსი - დაფიქრდით რამდენად
სტაბილური შემოსავალი გაქვთ, როგორ შეძლებთ თანხის გადახდას, ხომ არ შეგიქმნით სესხის
პროცენტის გადახდა დამატებით ფინანსურ პრობლემას.
ონლაინ სესხის პირობა მორგებულია მომხმარებელზე. მარტივია
არა მხოლოდ თანხის მიღება, არამედ მისი დაფარვაც. თუკი პასუხისმგებლობით მიუდგებით
კრედიტის აღებას და გაითვალისწინებთ გადახდის რესურსს, შეძლებთ ვალდებულების დროულად
დაფარვას და მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნას. ფინანსური სირთულის შემთხვევაში,
კომპანები საშუალებას გაძლევენ ისარგებლოთ გადავადების სერვისით და თუკი ვერ ახერხებთ
პროცენტის გადახდას, მოგვიანებით დაფაროთ. აღნიშნული მომსახურება ფასიანია, თუმცა ამავე
დროს კარგი გამოსავალია გაუთვალისწინებელ სიტუაციაში.
თუკი არ იცით სად აიღოთ სესხი მარტივად, რომელი კომპანია შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ სერვისს, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ფინანსებს, ეწვიეთ Credy-ს. აქ ერთ სივრცეში გაიგებთ თუ რას გთავაზობენ კომპანიები, შეძლებთ განაცხადის შევსებას და თანხის მიღებას საბანკო ანგარიშზე.
კომენტარი