სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკმა მოწველა

ამჯერად - ძროხა და ამჯერად - პირდაპირი მნიშვნელობით. კიროვის რაიონის ერთ-ერთ მოწინავე ფერმაში სტუმრობისას, როდესაც მას კიროვის რაიონის გუბერნატორი აცილებდა და გზადაგზა ფერმის წარმატების საიდუმლოსთან ერთად იმასაც უხსნიდა, როგორ ცხოვრობენ ძროხები დაწესებულებაში, თინა კანდელაკი ძროხების მოწველის პროცესმა დააინტერესა.

გუბერნატორმა და ფერმის გამგემ იქვე შესთავაზეს მას ამ პროცესში მონაწილეობა. კანდელაკი დათანხმდა, სპეცტანსაცმელი ჩაიცვა, ჯერ თეორიული კურსი მოისმინა და შემდეგ საქმეს შეუდგა, მაგრამ პირველივე ცდა იმით დასრულდა, რომ ძროხას ცურზე არასწორად შეავლო ხელი და რძე სახეში შეეშხეფა.

მოგვიანებით კანდელაკი პაწაწინა, ორი კვირის ასაკის ბოჩოლას ნათლიაც გახდა და მას სახელად აპოლო დაარქვა.

სკანდალურმა ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა და ბანკირმა ისიც გაარკვია, რომ რუსეთის ერთ-ერთ მოწინავე ამ ფერმაში 1700 ძროხაზე მეტი ბინადრობს და, თინა კანდელაკზე უკეთ მოწველის შემთხვევაში, 30 ტონაზე მეტ რძეს იძლევა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100