ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე კომპანია „ჯიარდისი“ საერთაშორისო სამთო კურორტი შექმნის პროექტს იწყებს
დღეს, 13 მაისს, “ჯიარდისი ჯგუფის” პრეზიდენტი, მამუკა ხაზარაძე და საზოგადოება „ორექს ლუაზირის“ (საფრანგეთი) პრეზიდენტი ფილიპ ლებრასორიგააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სამთო სათხილამურო საკურორტო ზონის შექმნა.
მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ბატონი ფრანსუა ოლანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
კომენტარი