სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია თბილისში - დაშავებული ორი ადამიანიდან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100