ჯიფონი საქართველო ჟიურის წევრთა რეგისტრაციას იწყებს
2015 წლის 16-19 ოქტომბერს თბილისში, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით ჩატარდება პირველი 4-დღიანი საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი ჯიფონი საქართველო. ჯიფონის ფესტივალი იტალიაში ყოველწლიურად ტარდება. საქართველოში კი ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართება. ფესტივალის მონაწილედ დარეგისტრირება შეუძლიათ 13-დან 17 წლის ჩათვლით მოზარდებს, ვინც ინგლისურ ენას ფლობს და აქვს ინტერესი კინოსფეროს მიმართ. დასარეგისტრირებლად მოზარდებმა უნდა მიმართონ ეროვნული კინოცენტრის ვებგერდს, მისამართზე: www.gnfc.ge, ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ FB გვერდზე: Giffoni Georgia. ანკეტების შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივლისი. ჯიფონის ფესტივალი ჩატარდება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში და ეყოლება 500 ჟიურის წევრი მოზარდი
კომენტარი