სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გათავდა ეს კლოუნადა, აკურთხა ივანიშვილმა ვიღაც ვითომ პრეზიდენტად" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თელავშია.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრები თათბირობენ შემდგომ გეგმებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

"არაფერი არ ვიცი. სალომე ზურაბიშვილი ახლა ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში ამინდი. გეგმებზე ბიჭები თათბირობენ, რადგან ორჯერ მოატყუეს. გათავდა ეს კლოუნადა, აკურთხა ივანიშვილმა ვიღაც ვითომ პრეზიდენტად, ხოდა გახსნან გზა რა. ყველაფერს ვგეგმავთ, როდესაც მეცოდინება, ყველაფერს გეტყვით" - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100