სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნდა გაამჟღავნოს თუ არა ქალმა პირველმა საკუთარი გრძნობები?

უნდა გაამჟღავნოს თუ არა ქალმა პირველმა საკუთარი გრძნობები?- საკითხი, რომელიც დღემდე გადაულახავ ბარიერად რჩება ქალთა უმეტესობისთვის...

ყოველთვის, როცა ქალი ცდილობს გადალახოს გაუცნობიერებელი შიში და გადადგას პირველი ნაბიჯი ინიციატივის გამოჩენის თვალსაზრისით, ის ელის, რომ თუ ეს ნაბიჯი არა სასურველი მამაკაცისთვის (უკეთეს შემთხვევაში), არამედ მისი მეგობრების, მშობლებისა და ზოგადად საზოგადოების მხრიდან განსჯისა და გაკიცხვის საგანი გახდება.

ქალი თავისი ბუნებით არ არის რეფორმატორი, პირიქით მოქნილი, პრაქტიკული აზროვნებითაა დაჯილდოვებული და მოწოდებულია მხარი დაუჭიროს, შეინარჩუნოს უკვე აწყობილი, ჩამოყალიბებული ურთიერთობა. შეინარჩუნოს და მოითმინოს.

ასეთ დროს ვინმემ უნდა მოიკრიბოს გამბედაობა და გადადგას პირველი ნაბიჯი. ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მამაკაცმა უნდა გააკეთოს.

შეიძლება ასეთი მოსაზრება სათავეს კაცობრიობის პატრიარქატული წარსულიდან იღებს, როცა ძალა წყვეტდა ყველაფერს და ქალს აღარაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ ეღიარებინა საკუთარი დამარცხება და დამორჩილებოდა მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეს - მამაკაცს.

მამაკაცები, გადალახავდნენ რა ქალის წინააღმდეგობის ბასტიონს, ყოველგვარ ინტერესს კარგავდნენ საკუთარი მსხვერპლის მიმართ იმის გამო, რომ ისინი ბრმად ემორჩილებოდნენ მათ ნებას.

შედეგად ამისგან კარგი არაფერი გამოვიდა. მამაკაცთა თვალში ქალთა ღირსება თანდათანობით ფასს კარგავდა და საბოლოოდ ქალები მეორეხარისხოვანი არსებები გახდნენ.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარი თავის პატივისმცემელი მამაკაცი დამამცირებლადაც კი თვლიდა მათთან ურთიერთობას.

მართალია დღეს ჩვენ ყველანი კულტურული, თანამედროვე ადამიანები ვართ, მაგრამ შინაგანად, უცხო ცრურწმენები, როგორც მაშინდელი ზნეობრივი გადმონაშთი, ჯერ კიდევ ცოცხლობს, ღრმა ფესვები აქვთ ჩვენში გადგმული და მათ აღმოფხვრას ალბათ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

ცხოვრება მრავალწახნაგოვანია, შეიძლება ერთმანეთი ერთდროულად შეგიყვარდეთ. შეიძლება მას შეუყვარდეთ - თქვენ კი არა, შეიძლება თქვენ გიყვარდეთ, მან კი ვერასდროს შეძლოს თქვენი შეყვარება.

თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ წყნარად იჯდეთ, თვალები ზეცისკენ გქონდეთ აპყრობილი და ღრმად ოხრავდეთ, მთელი ცხოვრება იმედოვნებდეთ, რომ იგი განიცდის თქვენს მიმართ ნაზ გრძნობებს და უყურებდეთ რა თქვენს რჩეულს მალულად, მუდამ ელოდოთ, როდის გაბედავს და გადაგიშლით იგი საკუთარ გრძნობებს.

გრძნობა რა თქმა უნდა ფაქიზი რამაა, მაგრამ ღირს კი იმად, მთელი ცხოვრება ეჭვებმა, შემდეგ კი სინდისის ქეჯნამაც კი დაგტანჯოთ იმის გამო, რომ ოდესღაც ხელიდან გაუშვით საკუთარი ბედნიერება?

ამიტომ, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ღირს თუ არა პირველად გამოუტყდეთ თქვენს გრძნობაში და რას იფიქრებს იგი ამის შემდეგ თქვენზე, გაითვალისწინეთ, რომ თავიდანვე, დაგაყენათ რა საკუთარ თავთან არათანაბარ მდგომარეობაში, მამაკაცი ეშმაკობს, ის ცდის და ამოწმებს საკუთარ გრძნობებს, გამოხატავს პატივისცემას არა მხოლოდ პერსონალურად თქვენს, არამედ საერთოდ მთელი ქალთა მოდგმის მიმართ.

ამიტომ სწორად შეაფასეთ, სად შეიძლება მიგიყვანოთ ამ ფანდზე წამოგებამ.

რაც არ უნდა იყოს, თქვენი პასიურობის შედეგი უფრო სავალალო იქნება, ვიდრე ყველაზე გამომწვევად თქვენი გრძნობის გამოვლინება.

ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცისთვის თქვენი აღიარება სასიამოვნო იქნება და აჩვენებთ რა გახსნილად თქვენს გრძნობებს, გამოიწვევთ ქვეცნობიერ პატივისცემას მისი მხრიდან.

იგი იგრძნობს რომ თქვენი სახით თანაბარი ძალის პიროვნებასთან აქვს საქმე. ხოლო თუ თქვენ საპასუხო გრძნობას ვერ მიიღებთ, მაინც მოიგებთ, რადგან ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამთ წერტილს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნუ იქნებით მომაბეზრებელი, რადგან ბოლოს და ბოლოს მამაკაცის მოპოვება ეს სულაც არ არის ქალის საქმე.

იყავით ყოველთვის ტაქტიანი, გულისხმიერი და თავშეკავებული. მაგრამ, თუ მაინც მოგიწევთ ამ თამამი ნაბიჯის გადადგმა, სულ მცირე - შეიძენთ საკუთარი გრძნობის გამოვლენის გამოცდილებას და თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100