სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტაჯ-მაჰალი ხუთ წელიწადში დაინგრევა

ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი - მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სიაში შეტანილი არქიტექტურული ნიმუში, რომელსაც წელიწადში 4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ინდოელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მავზოლეუმი სულ რაღაც 5 წლის შემდეგ დაინგრევა, თუ მის გადასარჩენად სასწრაფო ზომებს არ მიიღებენ. სწავლულებმა უკვე მიმართეს ინდოეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებრიობას, არ დაუშვან ამ „ფასდაუდებელი მარგალისტის“ დაკარგვა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული ტაჯ-მაჰალი ინდოეთში ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირშესანიშნაობაა და, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის სიმბოლოდ ითვლება.

„ტაჯ-მაჰალი მდინარის ნაპირას დგას და მდინარე მისი არქიტექტურული ლანდშაფტის ნაწილია“, - ამბობს პროფესორი ნამ რატი. მაგრამ ოდესღაც მძლავრი და წყალუხვი მდინარე ჯამნა დღეს უკვე დამშრალია და „კვდება“, მის გარეშე კი ტაჯ-მაჰალიც დაიღუპება, რადგან მშენებლებს თავიანთი გათვლების დროს მსგავსი შესაძლებლობა არ გაუთვალისწინებიათ“.

არქიტექტურის შედევრის გამოკვლევამ აჩვენა, რომ წელს დაზიანებებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია: უკვე მრავალგან გაჩნდა ბზარები, იმპერატორის ცოლის, მუმთაზ-მაჰალის საფლავ-აკლდამის გვერდითაც კი.

შეგახსენებთ, რომ ტაჯ-მაჰალი იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა საყვარელი ცოლის ხსოვნის ნიშნად ააგებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100