სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაწვნის შეჭამანდი

მასალა:

მაწონი - 500 გრამი

წყალი - 500 გრამი

ხახვი - 2 თავი

ცხიმი - 50 გრამი

პურის ფქვილი - 2 სადილის კოვზი

კვერცხი - 2 ცალი

მწვანილი, მარილი - გემოვნებით

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ.

მაწონს დავასხათ წყალი, კარგად გავთქვიფოთ, ჩავასხათ მოშუშულ ხახვში და ათი წუთი ვადუღოთ. კვერცხს დავუმატოთ პურის ფქვილი, გავთქვიფოთ, თანდათანობით ჩავასხათ წვენში და ხუთი წუთი ვადუღოთ ისე, რომ კვერცხი არ აგვეჭრას. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, რეჰანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100