სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გავაკეთოთ "შპარგალკა" საწერი კალმისგან

ძალიან დამღლელია გამოცდების და საკონტროლოების წინ ფორმულების ზეპირად სწავლა. ალბათ მოგსვლიათ ისეთი შემთხვევა, რომ გიმეცადინიათ, მაგრამ წერისას ფორმულა შეცდომით დაგიწერიათ ან დაგვიწყებიათ. იმისათვის, რომ მეტად მობილიზებული იყოთ გამოცდაზე გიწევთ "შპარგალკების" გამოყენება. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ინსტუქციას და თქვენ შეძლებთ გააკეთოთ მარტივი "შპარგალკა" რაზეც გეწერებათ რაომდენიმე ძირითადი ფორმულა, ან ინფორმაცია რის გამოყენებსაც წერისას შეძლებთ.

"შპარგალკად" ჩვენ გვექნება გრანიტირებული ავტოკალამი რომლსაც აქვს 6 კუთხე. პასტების რაოდენობა დამოკიდებულია თუ რამდენი ინფორმაციის დატევა გჭირდებათ საგამოცდოთ. ნუ საშუალოად 3-4 საწერ კალამი გეყოფათ, რომ საჭირო რაოდენობის ინფორმაცია, ფორმულები, წლები და ჩანიშვნები დაიტანოთ ზედ.

დავდოთ მაგიდაზე წიგნები და რვეულები, ასვე კონსპექტები და ვემზადებით. ავიღოთ ნემსი და ძაფი რომლის სიგრძე იქნება 15-20 სანტიმეტრი.

გავუყაროთ ძაფი ნემსის ყუაში, რომ არ გამოძვრეს მუშაობისას ძაფი ნემსს. როცა ამას იზამთ დაახვიეთ ძაფი ნემსს, როგორცეს მეორე ფოტოზეა მოცემული, ასე ბევრად გაგიადვილდებათ ნემსის დაჭერა წერისას.

ნემსის წვერით აკურატულად ვფხაჭნით წვეტიანი ბოლოთი ფორმულებს, პასტის გრანირებულ გვერდებზე. სიმბოლოები მკეთრად გამოყავით, რომ შემდგომში არ გაგიჭირდეთ გარჩევა. დაწერეთ ისე, რომ შეძლოთ წაკითხვა. ფორმულები გამოყავით ერთმანეთისგან. ვარსკვალივთ ან დახრილი ჯოხით ან რამე სიმბოლოთი.

ჯამში უნდა გამოგივიდეთ მიახლოებით ასეთი მინიატურა "შპარგალკა შედევრი"

"შპარგალკა" არის მზად, ეხლა რაც დარჩა არის ის, რომ დაიმახსოვროთ რომელ კალამზე რა ფორმულები გიწერიათ და არტისტურად იპოვოთ და გამოიყენოთ. გამოცდისას წინ დადეთ რამოდენიმე პასტა ან ჩანთაში და საჭიროების შემთხვევაში ამოღეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100