ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყანა კორონავირუსის მე-2 ტალღის გავრცელების რისკის შესახებ გააფრთხილა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ქვეყანა ინფექციის მე-2 ტალღის განვითარების რისკის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ CNN-ი სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იუწყება.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, სიმ აღნიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკაზე მიმდინარე წნეხის ფონზე არასტაბილური და გაურკვეველი ფაქტორები იზრდება.
პრეზიდენტმა ხელისუფლების წევრებს ინფიცირების შემოტანილი შემთხვევების ზედმიწევნით კონტროლისკენ მოუწოდა.
კომენტარი