სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Mania grandioza ,,რომანტიულ-ესთეტიური შეფერილობით”

Mania grandiosa - განდიდების მანია – თვითშეგნებისა თუ ყოფაქცევის აშლილობა, რომელსაც ახასიათებს პიროვნების მიერ საკუთარი მნიშვნელოვნობის, პოპულარობის, სიმდიდრის, ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის უკიდურესად გადაჭარბებული შეფასება.

შიზოიდური პიროვნების დახასიათება.

შიზოიდი არის გულჩათხრობილი, სიტყვაძუნწი, გაურბის თავყრილობებსა და საერთოდ საზოგადოებას, ჩაკეტილია საკუთარ თავში, უყვარს მარტოობა, განმარტოება და ა.შ. შიზოიდურ ფსიქოპათებს მეგობრები არა ჰყავთ და მარტოსულნი არიან.

შიზოიდის პერსონა ხასიათდება თვისებათა მთელი კომპლექსით.

1. ერთ-ერთი ასეთი ნიშან თვისებაა ე.წ. "ბრძოლა საკუთარ თავთან". პიროვნების გაორება, ანუ დისოციაციური აშლილობა, შედეგად, პიროვნების ხშირი ცვალებადობა.

2. ასეთი ხშირი მეტამორფოზები მეტისმეტია სუსტი ფსიქიკისთვის. ადამიანი არა მარტო პატივისცემას კარგავს ძველი სათაყვანებელი კერპებისადმი, არამედ სიამოვნებით ლანძღავს იმას, რითაც გუშინ საზრდოობდა. ასეთი მერყეობა არაჯანსაღია და მოწმობს ფსიქიკის აშლილობაზე.

3. ალოფსიქიკური დეპერსონალიზაცია, ანუ დერეალიზაცია. ეს არის აღქმითი პათოლოგია, როდესაც ავადმყოფს უქვეითდება ან სულ ეკარგება რეალობის, სიცხადის შეგრძნება.

4. შემდეგ Mania grandioza, როგორც ემოციური კომპლექსი იშლება და ძლიერდება, გენერალიზდება. ვითარდება "ზეღირებულოვანი იდეა“, ანუ აზრი, რომელსაც სუბიექტი ემოციურად განიცდის და ცენტრალურ ადგილს იკავებს მის ცნობიერებაში."

P.S.

მთლიანობის დეფექტი, სწრაფად აზრცვალებადობა, ყოყმანი, არამდგრადობა, მერყევი ხასიათი და ნერვული სისტემის ლაბილურობა, ფსიქიკური სისუსტე, უჩენს ამ ადამიანებს დაუოკებელ ლტოლვას ძლიერი ადამიანებისადმი, მათ უნდათ ეთაყვანონ ძლიერებს, ისინი შენატრიან ძლიერ ინდივიდებს, ,,უმაღლეს ეგზემპლარებს”. შედეგად ვითარდება საკუთარი შესაძლებლობების, პოპულარობის, ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის უკიდურესად გადაჭარბებული შეფასება.

პიროვნების მთლიანობის დარღვევაში, მით უფრო, თუ ეს რღვევა ეხება პიროვნების ბირთვს, ადამიანი სულიერად მთლიანად ირღვევა. ჩემი ვარაუდით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბირთვულ შიზოფრენიასთან, რაც გამოიხატა – Mania grandioza-ში რომანტიულ-ესთეტიური შეფერილობით...

ზურა(ოჩილა) ოდილავაძე. 2011 წელი, tabula.ge.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100