სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან БЦЖ ან წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინები - აი, რას აცხადებს აშშ-დან ქართველი ექიმი

ერთად ერთი რაც შემიძლია, რომ ვთქვა, იმედია, ეს თეორია გამართლდება, - ასე გამოეხმაურა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფქციონისტი, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცინები.

ინფექციონისტმა БЦЖ-ს ვაქცინაცინასთან ერთად წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზეც ისაუბრა, რადგან მისივე თქმით, გარკვეული თეორიები ამ ვაქცინის იმუნიტეტის შესახებაც არსებობს.

„გახსოვთ, თავიდან წითურაზე წამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ აქვს გადაფარვა წითურის იმუნიტეტს და ამიტომ, ამან შეიძლება კორონავირუსისგან დაგვიცვას. იცით, რომ წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა ფართოდ გამოიყენება ევროპაში და ამით ევროპა არანაირად უპირატეს მდგომარეობაში არ აღმოჩენლა ვირუსის მიმართ. შემდეგ იყო საუბარი სხვა აცრებზე და ბოლოს БЦЖ-ზე იყო საუბარი. როგორც იცით ეს არის ტუბერკულოზის ვაქცინა. ის დიდხანს იმუნიტეტს ვერ ტოვებს, ანუ, რისთვისაც გაკეთდა, არ ამართლებს, მაგრამ 2014 წელს დანიაში დაიბეჭდა სტატია, რომ ვაქცინა ტუბერკულოზისგან არ იცავს, მაგრამ სხვადასხვა ვირუსებისადმი ადამიანის იმუნურ სისტემაზე აქვს გავლენა და შეიძლება იყოს დამცავი. შემდეგ 2016 წელს ამერიკაში ერთ-ერთმა გამოცემამ იგივე გაიმეორა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინის მიმართაც. ერთადერთი რაც შემიძლია, რომ ვთქვა, იმედია, ეს თეორია გამართლდება“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.

მისივე თქმით, ავსტრალიაში ეს კვლევა ახლა გაიხსენეს და ვაქცინაციის რეკომენდაციას სამედიცინო პერსონალს აძლევენ. დროში კი დააკვირდებიან, რამდენად გაამართლებს.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100