სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესი სცენაზე აქვითინდა

ეტყობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში არსებულმა სირთულეებმა ჯენიფერ ლოპესის ფსიქიკაზეც მოახდინა გავლენა. ჩვეულებრივ, თავდაჭერილმა მომღერალმა თავი ვერ შეიკავა და ბოლო კონცერტზე პირდაპირ სცენაზე აქვითინდა.

ჯეი ლომ კომპოზიციის If You Had My Love აკუსტიკური ვერსია შეასრულა, შემდეგ კი მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ეს იყო პირველი სიმღერა სიყვარულზე, რომელიც მან შეასრულა. „რა არის სიყვარული?“ - გააგრძელა მომღერალმა, - „მას შემდეგ, რაც მე ბოლო სიმღერა დავწერე სიყვარულზე, რამდენი რამ შეიცვალა...“

კონცერტის თვითმხილველები ამბობენ, რომ ლოპესისთვის ამ კომპოზიციის შესრულება ადვილი არ აღმოჩნდა: სიმღერის ბოლოს მან სლუკუნი დაიწყო და რამდენჯერმე დიდი პაუზაც გააკეთა, რომ თავი ხელში აეყვანა. ჯეი ლომ სიმღერა მაინც მიიყვანა ბოლომდე, მაგრამ შემდეგ აქვითინებული და თვალცრემლიანი გაიქცა კულისებისკენ.

რამდენიმე წუთში მომღერალი დაწყნარდა და კონცერტი გააგრძელა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ საკუთარ თავს დიდი ძალისხმევის შედეგად იმორჩილებდა. ასე რომ, თითქოსდა უდარდელი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარსკვლავებიც ტირიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100