ფინელი ქალი აღშფოთებულია: „ტალინში საშინელი პორნომკერდი გამიკეთეს...“
ფინელი ქალი, რომელმაც მკერდის გადიდების მიზნით ოპერაცია ესტონეთში გაიკეთა, აღშფოთებულია შედეგით და აცახდებს, რომ მას გადიდების ნაცვლად, „ნამდვილი პორნომკერდი გაუკეთეს“. ამას გარდა, ქალი ირწმუნება, რომ ოპერაციის დროს გამოიყენეს M იმპლანტანტები, რომლებიც, ისევე როგორც PIP იმპლანტანტები, სახიფათოდაა მიჩნეული.
ადრინდელი მკერდით სამი შვილის გამომკვებავი, 52 წლის ჰანელე აცხადებს, რომ მკერდის ოდნავ გადიდება სურდა, ამის ნაცვლად კი ეს „საშინელი პორნომკერდი“ მიიღო. ის ესტონელ ქირურგს ტიინა ილხიას და ტალინის კლინიკას ადანაშაულებს და „ძველი მკერდის“ დაბრუნებას ითხოვს:
„ოპერაციის შემდეგ ჩემი მკერდი უსაშველოდ დიდი გახდა და ყველაფერი ახალი ვიყიდე - ბიუსტჰალტერებით დაწყებული და ჯემპრებით დასრულებული. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ტოქსიკური იმპლანტანტები მაქვს“, - ამბობს ქალი.
კომენტარი