65 წლის ბრიტანელმა საჭმელზე უარი თქვა და მზით იკვებებება
65 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა ნავინა შაინმა საკვებზე უარი თქვა და ირწმუნება, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს მზისგან იღებს.
The Daily mail-ის ცნობით, ნავინამ საჭმელი უკანასკნელად თვენახევრის წინ, 2013 წლის 30 აპრილს მიირთვა. მას შემდეგ ქალი ჯერ მხოლოს წვენებს სვამდა, რითაც საკუთარი ორგანიზმი საკვების გარეშე ცხოვრებისთვის შეამზადა, ახლა კი ის მხოლოდ წყალს სვამს და სულაც არ განიცდის ჭამის სურვილს.
ექსპერიმენტის დაწყებისთანავე, 65 წლის ნავინამ საკუთარ სახლში ვიდეოკამარები დაამონტაჟა, რომლებიც მის ფიზიკურ მდგომარეობასა და ე.წ. მზის დიეტის მიმდინარეობას 24 საათიანი რეჟიმში აფიქსირებენ. დიეტის დაწყებისას ნავინა 72 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი მისი სხეული 14 კილოგრამით უფრო მსუბუქია.
„მთავარია გაექცე ფიქრებს საკვებზე, დანარჩენად კი უჭმელობა ძალიან მარტივია“ - აცხადებს ქალბატონი.
The Daily mail-ის ცნობით მსოფლიოში ცხოვრობს 5 ათასი ადამიანი, რომლებმაც საკვებზე უარი თქვეს, თუმცა მეცნიერები კვების აუცილებლობაზე მაინც საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ არ არსებობს არანაირი საშუალება, რომელიც ადამიანის საჭმლის გარეშე სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
კომენტარი