რუსეთი ცხინვალში რუსი სამხედროების დახოცვაში უკვე აშშ–ს ადანაშაულებს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ვლადიმირ ნაზაროვმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ რუსული მახრე ფლობს მტკიცებულებებს აშშ–ის წინააღმდეგ.
ნაზაროვის თქმით, აშშ პირდაპირ კავშირშია ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის დახოცვის ფაქტებთან. „გვინდა შევახსენოთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებითა და 2007–2008 წლებში ნატოში ნებისმიერ ფასად საქართველოს შეთრევის მცდელობით მათ უბიძგეს ომისკენ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ნაზაროვმა.
კომენტარი