სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოწევა კლავს - 2030 წლის სტატისტიკა სავალალო იქნება...

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 2030 წლისთვის მწეველების სიკვდილიანობა წლიურად რვა მილიონ ადამიანს მიაღწევს.

„თამბაქო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ისეთი დაავადებების განსავითარებლად, როგორებიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ქრონიკული პათოლოგიები. აღნიშნული დაავადებები მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის 63 პროცენტის მიზეზად სახელდება”, - აღნიშნავენ მეცნიერები.

საგანაგაშოა პასიურ მწეველებთან დაკავშირებული სტატისტიკაც. თამბაქოს კვამლი ყოველწლიურად 600 ათასი პასიური მწეველის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ბავშვების ნახევარზე მეტი ყოველდღიურად სუნქავს თამბაქოს კვამლით დაბინძურებული ჰაერით. ეს კი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში მცხოვრები ბავშვების 40 პროცენტის მშობლებიდან, ერთ-ერთი მაინც მიეკუთვნება მწეველთა რიგებს.

დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი იტანჯება აღნიშნული მავნე ჩვევით. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნიკოტინდამოკიდებულება რთულად დასაძლევია და თამბაქოზე უარის სათქმელად ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ, სანამ ესა თუ ის პიროვნება სიგარეტის მოწევის დაწყებას გადაწყვეტს, მანამდე კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან ამ ნაბიჯით არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ გარშემომყოფებსაც მიაყენებს ზიანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100