სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

EU-მ მკაფიო გზავნილი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით - ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო კონფერენციაზე "Riga StratCom Dialogue 2024" ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავე კრიტიკა გამოხატა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართ და ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის.

მან თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისი იყო.

ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მის ძალისხმევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

რინკევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს.

თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრს, არამედ მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას, მაშინ სიტუაცია გაუარესდება", - თქვა მან.

რინკევიჩი ამბობს, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მის ძალისხმევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100