სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია - დაძაბული ვითარება საოკუპაციო ხაზთან

ცოტა ხნის წინ, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სავარაუდოდ მი 8 ტიპის ვერტმფრენი, "მთავარი არხის" კამერამ გადაიღო.

იქამდე კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ მერეთთან და ზარდიანთკართან, დაახლოებით 700 მეტრის სიგრძის ახალი მავთულხლართების გავლება დაიწყეს.

სუს-მა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა, რაც შეეხება საჰაერო სივრცის დარღვევას, ამ საკითხზე ოფიციალური განმარტება მათ ჯერ არ გაუკეთებიათ.

გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზთან, ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებაც შეუზღუდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100