სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს “ქართული ლუდის კომპანია” (ლუდსახარში „ზედაზენი“) ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას განიხილავს.

ამ ეტაპზე ქარხნის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

„იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე პროექტი მუშავდენა ინვესტიციის მოცულობაზე საუბარი ნაადრევოა, თუმცა ეს იქნემა საკმაოდ მოცულობითი საინვესტიციო ღირებულების ხილის გადამამუშავებელი საწარმო,

მათივე ცნობით, საწარმო ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, ხილი ჩააბარონ. აღნიშნულ ნედლეულს კი კომპანია ნატურალური წვენების წარმოებაში გამოიყენებს.

„საწყის ეტაპზე ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებს მოემსახურება, შემდეგ კი ვეცდებით, სრულიად საქართველოს მასშტაბით მივცემთ გლეხებს შესაძლებლობა, ჭარბი ნედლეულის ჩაბარების“, აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, “ქართული ლუდის კომპანია” ნატურალური წვენების ბიზნესში ცოტა ხნის წინ შევიდა. კომპანიამ საზოგადოებას ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ წარუდგინა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.

საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.

”ზედაზენის” ახალი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100