სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ - სოფო ჯაფარიძის საგანგებო განცხადება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ვეღარ დაიჭირონ.

ამასთან, საკრებულოს წევრის თქმით, სააკაშვილის დოკუმენტაციაში არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაერებია.

"ნაცმოძრაობის" წევრი ასევე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასაც აანონსებს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს მისვლა და დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნა შეეძლება.

მიხეილ სააკაშვილი მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები, მათ შორის რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია. სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები იმის შესახებ, რომ ისინი შიშობენ, რომ მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რამოდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები. ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორც ყოველთვის, თქვენთან, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას ხმა მიაწვდინოთ". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100