"ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი" - 15 წლის გოგონა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ცნობილი ჟურნალისტის შვილია
წუხელ მეცხრე კლასის მოსწავლე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაღუპული გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის, მაესტროს ძველი სახის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილია. გიორგიმ ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ..."
კომენტარი