სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა პეტრე: ასეთი ქვეყანა როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!

ნახეთ რას წერს მამა პეტრე ფეისბუქზე:

ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ, სადაც რელიგიას ნიღბად იყენებენ, აგრესიას ლიბერალიზმში მალავენ, ერთმანეთი სძულთ, რწმენა ქვების გროვა ჰგონიათ, ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებენ, ქველმოქმედებას მოჩვენებით ეწევიან, ბოროტებას გულისტკივილს უწოდებენ, მეგობრობა დაუსრულებელი ქილიკი ჰგონიათ, მოკლულს თვითმკვლელობას აბრალებენ, მონობას მორჩილებას არქმევენ, თავისუფალ აზრს მტრობაში გითვლიან, გარეწარს გმირის ტიტულს ანიჭებენ, ენის მიმტანს ერთგულებას ეფიცებიან, ფარისეველს აწინაურებენ, ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ-როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100