არახამია, რეზნიკოვი, პოდოლიაკი - უკრაინული დელეგაცია რუსეთთან შესახვედრად მივიდა
უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. უკრაინის დელეგაცია TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი. მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა. შეგახსენებთ, დღეს შესაძლოა, რუსეთთან პირველი მოლაპარაკებები შედგეს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. შეხვედრის ადგილია პრიპიატი.
კომენტარი