სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა ქმრის სისტემატიურ ძალადობას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა - რა მოხდა რუსთავში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და ამცირებდა. უწყების ცნობით, მიუხედავად ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ.
მორიგ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 24 აგვისტოს, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100