სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა დაფიქრდა

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში სეზონის გახსნამდე დასის შეკრება გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ განუცხადა, დასის შეკრების დროს საუბარი რობერტ სტურუას საკითხსაც შეეხო .
"რობერტ სტურუას საკითხიც იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. ჩემი პოზიცია გავაცანი დასს. მე ვამბობ, რომ თეატრმა ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს. ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ თეატრი არ გაჩერებულა. რაც შეეხება ბატონ რობიკოს შემდგომ ურთიერთობებს, მან ითხოვა დრო, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყდეს, რა და როგორ ითანამშრომლოს რუსთაველის თეატრთან", - განაცხადა ზაალ ჩიქობავამ.

"დრონი.ჯი" კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას თქმით (გაზეთი "პრაიმტაიმი"), მას რობერტ სტურუამ წერილი გაუგზავნა, სადაც თეატრის მმართველის თანამდებობიდან ზაალ ჩიქობავას გაშვებასა და მისი ადგილის შეთავსებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, რეჟისორი თეატრიდან "სევდიანად წასვლას" გეგმავდა. - "ის წერილი შენახული მაქვს", - თქვა ნიკა რურუამ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა განცხადება, რომ რეჟისორს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მაღალ ჰონორარულ ანაზღაურებას ჰპირდება, იმ შემთხვევაში, თუ ის თეატრში რეჟისორად დარჩება და სეზონის განმავლობაში განსაზღვრული რაოდენობის სპექტაკლებს დადგამს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100