სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან ჩხუბს სამების ტაძრის ეზოშიც არ იშლის (ვიდეო)

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს თავი, მინიმუმ, მართლაც სამების მთავარი ქტიტორი ჰგონია და მაქსიმუმ, მის ეზოში ზუსტად ისე იქცევა, როგორც საკუთარ სახლში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ კაცმა ვერა და ვერ ისწავლა მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთ^ობა და ვერ შეიგნო, რომ ჟურნალისტი არაა ის, ვისაც ყური მაშინ შეგიძლია აუწიო, როცა მოგესურვება. თუმცა, გასაკვირი არაა, რადგან ივანიშვილს ბლომად ახვევია გარს ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც მისგან ყურის აწევას კი არა, ახევასაც აიტანენ...

მოკლედ, ზღვარსგადასული თავხედობის გარდა, სხვას ვერაფერს უწოდებ იმ ინციდენტს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დღეს მოხდა, როცა მილიარდერსა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის არასასიამოვნო საუბარი შედგა. ამ შემთხვევაში ივანიშვილი მისგან ერთხელ უკვე „მამაშვილურად დარიგებულ“ „რეალ.ტვ“-ს ჟურნალისტს თორნიკე კოშკაძეს გადასწვდა და როცა მან დავით საგანელიძესთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა, მიმართა:

-თქვენ, მაინტერესებს, სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?

- რატომ უნდა მქონდეს, ბატონო ბიძინა? - კითხვა შეუბრუნა ჟურნალისტმა.

-შუბლის ძარღვი რომ გაგიწყდება, მერე რთულია მისი აღდგენა,- შეუცდომლად ჩამოარაკრაკა მილიარდერმა და დიდკაცური ჟესტიკულაციაც მოიშველია, რომელიც საოცარ კონტრასტში, ცოტა სასაცილოდაც კი ჩანდა მისი წვიმისგან დასველებული პერსონის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია "real ტვ”-ის ჟურნალისტმა თორნიკე კოშკაძემ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მილიარდერმა პრესკონფერენციის დაწყებამდე ის ცალკე გაიყვანა და ტელეკომპანია "მეცხრე არხზე” გადასვლის სანაცვლოდ, ათმაგ ხელფასს დაჰპირდა.

ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში და ჟურნალისტებთან ( მიმართვა თორნიკე კოშკაძეს - 3:49-დან)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100