სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში 5 თვის ორსული გრიპის ინფექციით გარდაიცვალა

ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც ხუთი თვის ორსული იყო.

არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100