სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზანგი“ ალბინოსების ტრაგედია

ის, რაც ხდება ჩვენს საუკუნეში აფრიკაში, არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარება – განტევებულნი არიან ადამიანები, რომლებიც არ ჰგვანან გარეგნულად თავიანთ თვისტომს. მიდის სრულიად დაუფარავი ტერორი ალბინოსების წინააღმდეგ!

ვინ არიან ალბინოსები? ალბინოსი (ლათ.albus,“თეთრი“) – ეს არის კანის, თმის, თვალის ფერადი გარსის პიგმენტების თანდაყოლილი არარსებობის მქონე ადამიანი.

თეთრკანიანთა შორის თანაცხოვრება ალბინოსს რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ უქმნის – სულ სხვაა შავკანიანთა შორის – აფრიკაში. აფრიკელი შამანებისა და „შავი მაგებისაგან“ წაქეზებული აბორიგენები მიიჩნევენ, რომ ალბინოსად დაბადებული ადამიანები ფლობენ დადებით თვისებებს, ან პირიქით – დამუხტულნი არიან იმქვეყნიური ბოროტების ძალებით.

ტანზანიაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობამ არც კითხვა იცის, არც წერა და არც მედიცინაში არიან ჩახედულნი, ალბინოსების მკვლელობები იქცა ინდუსტრიად.

ქვეყანაში გაბატონებულია სხვადასხვა სახის ცრურწმენები: ადგილობრივი მცხოვრებნი თვლიან, რომ ზანგ–ალბინოსს უბედურება მოაქვს თანამემამულეებისათვის. ამიტომ ტანზანიელი ალბინოსების დანაწევრებული სხეული მიდის საექსპორტოდ დემოკრატიულ კონგოში, ბურუნდიში, კენიასა და უგანდაში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც მათზე სხვაგვარად არის დიდი მოთხოვნა, რადგან იქ მიაჩნიათ, რომ ალბინოსთა ფეხები, გენიტალიები, თვალები და თმები ადამიანებს ანიჭებენ განსაკუთრებულ ძალასა და ჯანმრთელობას; ალბინოსთა სხეულის ნაწილებს იყენებენ თვით შამანური რიტუალებისათვის! მკვლელებს აქეზებთ არა მარტო წარმართული ადათ–წესებისადმი პატივდება, არამედ ანგარება – ალბინოსის ხელი ღირს 2 მილიონი ტანზანიური შილინგი, რაც 1,2 ათას დოლარს შეადგენს – საარაკო თანხას აფრიკელისათვის.

მხოლოდ ამ უკანასკნელ ხანებში მოკლულ იქნა 50 ტანზანიელი; და არათუ მხოლოდ მოკლული – დანაწევრებული, ხოლო მათი ორგანოები მიყიდული შამანებზე. მათთვის, ვინც ზანგ–ალბინოსებზე ნადირობს, სულერთია, ვის მოკლავ – კაცს, ქალს თუ ბავშვს. საქონელი დეფიციტურია და ძვირი. ერთი ასეთი ალბინოსის მკვლელ მონადირეს აფრიკული საზომით უდარდელად შეუძლია იცხოვროს რამდენიმე წელი.

ალბინოსების ცხოვრება აფრიკაში კოშმარია – როცა მეზობლებისგანაც კი გიწევს თავდაცვა და არ იცი, დილით გაღვიძებული მიატან თუ არა საღამომდე. დაუნდობელ თვისტომებზე მეტად ალბინოსებზე მოქმედებს აფრიკული სიცხე – თეთრი კანი და თვალები დაუცველნი არიან ულტრაიისფერი გამოსხივების წინაშე. ალბინოსები იძულებულნი არიან დაემალონ მზეს ან გამოიყენონ მზისგან დამცავი პრეპარატები, რისთვისაც მათ არ გააჩნიათ არავითარი სახსრები.

აფრიკელი ჯადოქრები ამბობენ, რომ შავკანიანი ალბინოსებისაგან შექმნილ ავგაროზებს მოაქვთ ბარაქა, იღბალი და წარმატება ოჯახში; ეს ავგაროზი ეხმარება ნადირობაში, ქალის კეთილგანწყობის მოპოვებაში. განსაკუთრებული მოთხოვნაა სასქესო ორგანოებისგან შექმნილ თილისმებზე – მიაჩნიათ, რომ მათი მეშვეობით იკურნება ყველა დაავადება, თუმცა არც სხვა ოგანოებზეა ნაკლები მოთხოვნა – თვით ძვლების ჩათვლით, რასაც ფშვნიან და შემდეგ, სხვადასხვა ბალახებს ურევენ და ნახარშის სახით იღებენ მისტიკური ძალის მოსაცემად!

ამდენად, შავი რასის ეს მძიმე დაღი – ალბინოსობა განტევების ვაცად აქცევს ადამიანს, ყველა უბედურება მათ ბრალდებათ – გათვალვიდან დაწყებული სტიქიური უბედურების გამოწვევით დამთავრებული. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი ადამიანები არიან და მათ თვით ცხოველ ალბინოსებზე უფრო სასტიკად ექცევიან! და არავითარი დასავლური ცივილიზაცია, „წითელი ჯვარი“ და ჰუმანიტარული მისიები არ იძლევა არავითარ შედეგს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100