სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთნაირი მუსიკალური გემოვნება წყვილის ურთიერთობას ამყარებს

როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, მუსიკალურ გემოვნებას ურთიერთობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

მეცნიერების განმარტებით, საყვარელი მუსიკა ადამიანების პიროვნულ მახასიათებლებსა და მათ სოციალურ სტატუსზე მეტყველებს.

სამეცნიერო კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ როკ–მუსიკას აქტიური და ჩხუბის მოყვარული ადამიანები უსმენენ. პოპ–მუსიკა თავდაჯერებულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს იზიდავთ. ჯაზი და ფოლკი კი ლიბერალური შეხედულების ადამიანებს უყვართ.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ როკისა და კლასიკური მუსიკის სიყვარული ადამიანების სექსუალურ ინტერესებზე მოქმედებს:

მამაკაცები, რომლებიც როკს ანიჭებენ უპირატესობას, გოგონებს უფრო სექსუალურებად მიაჩნიათ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კი პირიქით, კლასიკის მოყვარული ქალები იზიდავთ.

ექსპერტები თვლიან, რომ თუ წყვილის მუსიკალური გემოვნება ერთმანეთისას ემთხვევა, ურთიერთობა გაცილებით მყარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100