2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული – გიორგი ფხაკაძე დროს ასახელებს
როცა კვლევები დასრულდება, 2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
„იცით, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 40 წლის ზევით მოსახლეობის აცრა მესამე დოზით მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოც ასე უნდა მოიქცეს.
ფაიზერის ვაქცინა არის უსაფრთხო. მაქსიმუმ, საქართველოში ოციოდე ადამიანისთვის შეიძლება, ვერ იყოს შესაძლებელი აცრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დანარჩენი ყველა უნდა აიცრას, საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის.
ბევრი მეკითხება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხომ არა აქვს უარყოფითი გავლენა „ფაიზერს“.არა, აცრა უსაფრთხოა, მაგრამ კოვიდი თუ დაგემართათ, თქვენს რეპროდუქციული ჯანმრთელობას რეალური საფრთხე დაემუქრება.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, წამყვანი ქვეყნები 12 წლიდან ცრიან. ახლა უკვე საუბარია 2 წლის ასაკიდან აცრაზე. როცა კვლევები დასრულდება, მალე 2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარი