სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ დოჩანაშვილი „დიოგენეში“ მკითხველებს შეხვდა, ჟურნალისტებს კი ინტერვიუზე უარი უთხრა

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ჟურნალისტებთან საუბარს ისევ ერიდება. ამჯერად მან მასმედიელებს ინტერვიუზე უარი წიგნის სახლ „დიოგენეში“ მკითხველებთან შეხვედრის დროს უთხრა.

წიგნის სახლში გურამ დოჩანაშვილის თაყვანისმცემელი უამრავი ადამიანი მივიდა - ფართი დაინტერესებულებს ვერც კი იტევდა. გურამ დოჩანაშვილი ძალიან გაახარა მკითხველებთან შეხვედრამ და ეს გულთბილი შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.

„დიოგენეში“ მწერლის ნამუშევრების მე-7 ტომის პრეზენტაციაც შედგა, სადაც შესულია წერილება, ლიტერატორებთან საუბრები და მწერლის მონათხრობი „არის და იყოც უცნაური ადამიანიც, წუთისოფელიც...“.

ერთადერთმა ქართველმა ცოცხალმა კლასიკოსმა მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა, ავტოგრაფებიც დაარიგა და თავადაც მოჰყვა თავისი ცხოვრების, მოგზაურობათა შთაბეჭდილებების, ლიტერატურის შესახებ.

„დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც ბატონმა გურამმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100